LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის მე-16 დღე: პარლამენტის წინ აქცია განახლდა

158
aqcia ganaxldaa

ქვეყნის სამსახურში!  –  რუსთაველის გამზირი კვლავ პროტესტის ეპიცენტრია. პარლამენტის წინ აქცია განახლდა.

აქციის მე-16 დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ სცენა მწერლებს, პოეტებს, ისტორიკოსებს და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებს დაეთმობათ.

მომიტინგეებს სიტყვით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა მიმართა. მან კიდევ  ერთხელ გაახმოვანა აქციის მთავარი გზავნილი – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

დიღმელაშვილის შეფასებით, არასამართლიანია, როდესაც სხვა პირთა პასუხისმგებლობა დგება, იჭერენ და ასამართლებენ მაშინ, როცა შს მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია.

შეწყვიტეთ რეპრესიები - აქციების საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

აქციების საორგანიზაციო ჯგუფი ხელისუფლებას მიმართავს

6 ივნისს კი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან, ივანიშვილის რეზიდენციამდე “თავისუფლების მარშს” გამართავენ. 7 ივნისს კი ტრიბუნას მწერლები და პოეტები დაიკავებენ.

20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი.

20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად უკვე  წარედგინა.

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები