ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის ეზოში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გვამი მთიბავებმა სამუშაოების წარმოების დროს იპოვეს. უცნობია რა ვითარებაში გარდაიცვალა მამაკაცი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: kutaisipost