LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია რუისთან: დაიღუპა სამი, დაშავდა ხუთი ადამიანი

593
Untitled (1)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიისას დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ხუთი ადამიანი. ისინი გორისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

დაღუპულები სავარაუდოდ, სომხეთის მოქალაქეები არიან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g