LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანამ მსოფლიოს ვოკალით აოცებდით, ივანიშვილი სამებას აშენებდა”

58

“ბატონო პაატა, რომ არა ის “არაფორმალური ბატონი” დღეს საქართველოში დაკანონებული ის დიქტატურა იქნებოდა, რომლის პერიოდში ხმაც არ ამოგიღიათ,” – ასე ეხმიანება “ფეისბუქზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას, სადაც საქართველოს განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ წერს.

“ძალიან ცნობილი საოპერო არტისტი ბრძანდებით და გილოცავთ ახალ ოპერისა და ბალეტის თეატრს, რომელიც იმ “არაფორმალურმა ბატონმა” აჩუქა საქართველოს. შეგიძლიათ ბევრი იმღეროთ იქ და გააოცოთ თქვენი ვოკალური შესაძლებლობებით აუდიტორია.

თქვენ, როდესაც მსოფლიოს აოცებდით თქვენი არაჩვეულებრივი ხმით, მაგ პერიოდში ის “ის არაფორმალური ბატონი” აშენებდა სამებას, 500-ზე მეტ სკოლას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რესტავრაცია ჩაუტარა საქართველოში ყველა თეატრს, რამდენიმე ასეულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს, ეკლესიებს, გადაგვირჩინა ვარძია და ა.შ.

თქვენ როდესაც მსოფლიო საოპერო სცენებს თქვენი არაჩვეულებრივი ბანით იპყრობდით იმ “არაფორმალურმა ბატონმა” რამდენიმე ასეული დამსახურებული კულტურის მოღვაწე, თქვენი კოლეგა შიმშილისგან იხსნა. სანამ თქვენ აცვიფრებდით თქვენი ხმით მსოფლიოს, ის “არაფორმალური ბატონი” 13 ივნისის სტიქიის აღმოფხვრისათვის რამდენიმე ათეულ მილიონს რიცხავდა და გვიშენებს ახალ ზოოპარკს.
სანამ თქვენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან მუსაიფობდით ის “არაფორმალური ბატონი” აფინანსებდა პატრულის და ჯარის რეფორმას და ა.შ. დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი…

უბრალოდ ერთს გირჩევთ, სჯობს, მსოფლიო გაოცებული დარჩეს თქვენი ვოკალით, ვიდრე თქვენი პოლიტიკური აღქმით, ვინაიდან ყველამ კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა გაუკეთებია მას და ნუ დაუშვებთ ჩანასახშივე დიდ შეცდომას და ნუ ააგებთ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას ერთი ადამიანის დისკრედიტაციის მცელობით. ეს მაინც არ გამოგივათ და ნუ ჩააყენებთ თქვენს გუნდს უხერხულ მდგომარეობაში. ერთი რამ კარგდ გახსოვდეთ თქვენ ხართ პაატა ბურჭულაძე და ბიძინა ივანიშვილი არის ბიძინა ივანიშვილი,” – წერს აბესაძე.

პაატა ბურჭულაძე დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ არ სურს,  ქვეყანას ჰყავდეს „არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ, მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g