პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა ისევ გადაიდო. დღეს დეპუტატებს გომელაურის წლიური ანგარიში უნდა მოესმინათ და მისთვის კითხვები დაესვათ, თუმცა სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხის განხილვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სწორედ ეს გახდა გომელაურის მოსმენის უკვე მეორედ გადადების მიზეზი.
პირველად სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ვერ შედგა.
