დევიდ ბექჰემმა ”მანჩესტერ იუნაიტედის” საგარეო ფორმა წარადგინა.
2016/17 წლების სეზონის საგარეო ფორმის პრეზენტაცია ლონდონში ”ადიდასის” მაღაზიის გახსნის ფარგლებში შედგა. ძირითადი ფერი გახდა მუქი ლურჯი. მაისურზე დატანებულია სამი წითელი ხაზი, გულზე – ”ადიდასის” კონტრასტული ლოგო და ”მანჩესტერის” გერბი.
შიდა მხრიდან კი გამოსახულია კლუბის სიმბოლო – წითელი ეშმაკუნა.