ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო დუდუკი ქალები” მომღერალი, „სეიშენის” ხელმძღვანელი ლევან წვერავა სტუმრობდა. მან გადაცემის ფარგლებში ჯგუფის შექმნის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე მისი და მისი მეუღლის ნინო კენჭიაშვილის ერთობლივ ახალ პროექტზე ისაუბრა, რომელსაც „ლეონი” ქვია. გადაცემის ფარგლებში ორი სიმღერის პრემიერა შედგა, მომავალში კი ლევანი როგორც ჯგუფის ასევე სოლო კარიერის მიმართულებით ბევრ საინტერესო სიახლეს დაგვპირდა…
როდიდან დაიწყო „სეიშენმა” მოღვაწეობა?
ჯგუფი 1996 წელს შეიქმნა, 2000 წლიდან კი, როდესაც დედაქალაქში ჩამოვედით აქტიური მოღვაწეობა დავიწყეთ. თავიდან სხვა სულისკვეთება იყო, შემდეგ უკვე პოპულარობას გემოს რომ გაუგებ, რაღაცეების დახარისხება ხდება.
ჩანაფიქრში ის გვქონდა, რომ ჩარჩოში არ ვყოფილიყავით და ყველა სტილში გვესინჯა თავი, მიმართულება პოპია, მაგრამ ხალხური სიმღერებიც გაგვიკეთებია. ჩვენი სიმღერების უმეტესი ნაწილი ჩვენი ჯგუფის წევრს ლაშა აბზიანიძეს ეკუთვნის, მზია ღამბაშიძე იყო თავიდან ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. ვმუშაობდით სტუდიებში ზაზა ხუბუკელაშვილთან, კოტე ნონიკოვთან, ბექა ნიკოლაიშვილთან, ბორიკო შხიანთან, ახლა ვმუშაობთ ერეკლე დიდიასთან, რომელიც ამავდროულად ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელია.
„როგორ დავემდურო ბედს” „სეიშენის” შესრულებით, ვისი იდეა იყო?
ჩემი იდეა იყო, ვფიქრობ რომ უნდა მოერგო დროს და აუწყო ფეხი, „როგორ დავემდურო ბედს” გაკეთდა პროექტ „რექოვერის” ფარგლებში, რომელიც ლამაზი სიმღერების ახლებური ვერსიების შექმნას მოიაზრებდა, ქართული და უცხოური სიმღერების მიქსის ფარგლებში, 16 სიმღერა გაკეთდა ამ პრინციპით, ეტაპობრივად გამოვა ეს სიმღერები.
მოგვიყევი შენს ახალ ინდივიდუალურ პროექტზე, რომელსაც შენს მეუღლეს უძღვნი?
ნამდვილად ასეა, ულამაზეს ნინოს ეძღვნება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ამ პროექტით ჩემს ცხოვრებაში. გვერდს მიმშვენებს ნინო კენჭიაშვილი, ჩემი მეუღლე, პროექტს ქვია „ლეონი” ჩვენი სახელების ინიციალებით შეიქმნა. მაქვს საკუთარი სტუდია ერეკლე დიდიასთან ერთად ქუთაისში, სწორედ აქ ვაკეთებ სოლო ალბომს, რომელიც უკვე მალე დასრულდება და მასში შესული ყველა ნამუშევარი დუეტი იქნება.
ამჯერად გთავაზობთ რიგით პირველ, ყველასთვის ცნობილი სიმღერას „ბედის ვარსკვლავი” ჩვენეულ ვერსიას, ვფიქრობ ძალიან კარგი გამოვიდა.
ხომ არ არსებობს ალბათობა რომ „სეიშენი” დაიშალოს?
ჯგუფი რამდენადაც კარგი და მომგებიანია, იმდენად ძალიან რთულია მისი შენარჩუნება. როდესაც შემოქმედებითი ზრდაა იქ ყველაფრისთვის შეიძლება მზად იყო. მაგალითად, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ამერიკაშია, იქ თავისი ბენდი ყავს და ძალიან კარგად არის. აქვე შემიძლია ვთქვა, რომ „სეიშენი” რომ არ დაიშლება ამის წინაპირობა მე ვარ.
სიმღერის პრემიერა გვაქვს, „სეიშენი” და მასტერის ერთობლივი ნამუშევარი, მოგვიყევი დეტალები?
„რატომ წახვედი შენ ბათუმში” სიმღერა ფლეშის შესრულებით, რომელიც როგორც ვიცი არავის არ გაუკეთებია განსხვავებულად და ვფიქრობ რომ ჩვენ კარგი ექსპერიმენტი გამოგვივიდა, კარგი ჰიტების შერწყმაა, მგონია, რომ ამ ზაფხულს ყველა კუთხეში ეს სიმღერა იქნება ჩართული. გაკეთდა ჩვენს სტუდიაში, ერეკლე დიდიასთან ერთად, რომელსაც უდიდეს მადლობას ვუხდი. მომავალში გპირდებით ბევრ სიახლეს როგორც ჯგუფ ”სეიშენის” ასევე პროექტ ”ლეონის” ფარგლებში.
მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებ…
ლევან წვერავა – „ბედის ვარსკვლავო”
სეიშენი – „გზა დაგვილოცე”
სეიშენი & მასტერი – „რატომ წახვედი დღეს შენ ბათუმში”
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლევან წვერავა (სეიშენი) – გზა დაგვილოცე. Live
ლევან წვერავა (სეიშენი) – როგორ დავემდურო ბედს. Live
ლევან წვერავა (სეიშენი). ვიდეო კოლაჟი
ფოტოები