LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ყოველთვიური აბონემენტები გაიყიდება

634
IMG_3175

თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულებას ყოველთვიური აბონემენტებით შეძლებთ.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ipn-თან განმარტავს, რომ ადამიანი ერთი ბილეთით ან აბონემენტით შეძლებს, როგორც მეტროს, ისე ავტობუსის და მცირე ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადახდას. მისი თქმით, ხალხს არ უნდა უწევდეს ცალ-ცალკე თანხის გადახდა. როგორც ცნობილი გახდა, ამ სქემაში, შესაძლოა, საბაგიროც ჩაერთოს.

“როგორც საზღვარგარეთ არის „ოფციები“ ასარჩევი, ისე იქნება აქაც, რასაც გინდა იმას იყიდი. გექნებათ საშუალება, რომ ერთი ავტობუსის ბილეთი იყიდოთ, თუ ძირითადად ერთი ავტობუსით გადაადგილდებით, ან იყიდოთ ავტობუსს პლუს მეტრო, ან ავტობუსს პლუს სამარშრუტო ტაქსი. თქვენ თავად აირჩევთ „ოფციას“. თუ იცით, რომ ყოველდღე მოდიხართ მერიაში, იყენებთ „დელისის“ მეტრომდე სამარშრუტო ტაქსს, შემდეგ ავტობუსს ან მეტროს, იყიდი ამ მარშრუტის ბილეთს. ასევე გვექნება ერთჯერადად ბილეთების ყიდვის საშუალებაც სხვა მიმართულებებზე. მიზანი არის ის, რომ ზუსტად იცოდეს მოსახლეობამ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ადგილზე მისასვლელად. მეტროდან რომ ადამიანი ამოვა, მან უნდა იცოდეს რა დროში მოვა ავტობუსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს“, – განაცხადა ბითაძემ.

ერთთვიანი აბონემენტების დანერგვა 2021 წლიდან იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g