ცნობილი საიენტოლოგი ტომ კრუზი ფიქრობს, რომ მის შვილს, სურის ბოროტი სულები მართავენ, ამის შესახებ Radar Online წერს. გამოცემის ინფორმაციით, კრუზს სწორედ ამ ვარაუდის გამო არ უნახავს 10 წლის გოგონა 2013 წლის შემდეგ, ახლა კი მსახიობი შვილის „გათავისუფლებას“ ეგზორციზმის საშუალებით გეგმავს.
ინფორმაციას არ ადასტურებს მსახიობის წარმომადგენელი, თუმცა ტაბლოიდის რამდენიმე წყარო ამბობს, რომ საიენტოლოგიური ეკლესიის წევრებმა დაარწმუნეს ტომი, რომ სური ცუდი შვილია.
კრუზს შვილთან ურთიერთობის აღდგენა სურს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეგზორციზმის მსგავს რიტუალს ჩაუტარებენ და „სულს გაუწმენდენ“. ტომ კრუზის პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრის, გერი მორიდის ინფორმაციით, ეკლესიის ლიდერმა მსახიობი დაარწმუნა, რომ სურის სხეულში ბოროტი სული ჩასახლდა.
სურის დედა, კეტი ჰოლმსი ცდილობს, შვილი საიენტოლოგიური ეკლესიისგან შორს ჰყავდეს, სწორედ ტომ კრუზის რელიგიური შეხედულებები გახდა წყვილის დაშორების მიზეზი.