LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციას აანონსებს

49

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ საპროტესტო აქციას იწყებს, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა.

„ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს და მათ ოჯახებს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების დაცვით, ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის,“ – აცხადებს ალასანია.

მისივე თქმით, საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა პარტიის დღისწესრიგი შეცვალა. დღეს, ხვალ და ზეგ შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს „ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან“.

ამასთან, შაბათს, 21 მაისს, 14 საათზე „თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს პროკურატურათან პირველ საპროტესტო აქციას გამართავენ.

„როცა სამხედროებს და მათ ოჯახებს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევა მართული პროკურატურა და სასამართლო, ეს იმას ნიშნავს რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა – თუ საქართველოს ამ უსამართლობაში დავტოვებთ, შედეგიც უმძიმესი გვექნება!

მე როგორც ოფიცერი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი ბოლომდე ვიბრძოლებ!

ვპირდები უსამართლოდ და უკანონოდ დაპატიმრებულ ღირსეულ ბიჭებს და მათ ოჯახებს, არ დაგტოვებთ ტყვეობაში, არ მიგატოვებთ არც ერთი წამით ამ ბრძოლაში, თქვენი თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენი არამედ სახელმწიფოს ღირსების საქმეა.

დღეიდან პარტია საგანგებო მოქმედების რეჟმზე გადადის, მაგარამ ჩვენ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას და სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას,“ – განაცხადა ალასანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g