მერაია ქერი ბოლო დროს ყურადღებას იქცევს თავისი ვულგარული ჩაცმულობით. ამჯერად მომღერალი ნიუ-იორკში საკუთარი რეალითი-შოუს გადაღებებზე დააფიქსირეს, სადაც ის დაცვის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა. მერაია მედიაში პანტერას შეადარეს, რომელსაც მინი-კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. 46 წლის მომღერალმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ქუჩაში დავარდა.
რაც შეეხება თავად კაბას, ის ქერიმ Balmain-ის კოლექციიდან შეარჩია და მისი ღირებულება 3162 ფუნტი სტერლინგია.