LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია II : ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან – მთელი მსოფლიო

39

დღევანდელი მსვლელობა, რომლის მონაწილეებმაც აწყურის ხატი სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, დასრულდა. პატრიარქი ხატს ტაძრის შესასვლელთან დახვდა, შემდეგ კი ტაძარში შეკრებილებს მიმართა.

„დიდება ღმერთს. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. დიდება უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს განსაკუთრებული დღეა. შემობრძანდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ხატით ხელში. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ღვაწლს. დღეს არის ასევე ოჯახის სიმტკიცის დღე. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ლოცავს მტკიცე ოჯახს.

ყოვლადმინდა ღვთისმშობელმა გაშალა თავისი ამფორი და მფარველობს საქართველოს. მისი მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება და თაყვანს სცემს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს,“ – განაცხადა ილია მეორემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g