LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებმა მანქანა მოიპარეს და 900 კილომეტრი იარეს

132
-107882123-plate11308272-3x2-940x627--

ავსტრალიელმა ბავშვებმა მოპარული მანქანით 900 კილომეტრი ისეირნეს. პატარა გამტაცებლების ასაკი 10-14 წლამდეა და მათ შორის 3 ბიჭი და ერთი გოგონაა.

ბავშვებმა მოგზაურობა კვირა დღეს, ქვინსლენდიდად დაიწყეს და პოლიციამ ისინი ქალაქ გრაფტონში იპოვა. საბედნიეროდ, ყველა მათგანი საღ-სალამათი და უვნებელი იყო.

მოზარდები ერთმანეთის მეზობლები არიან და ავტომობილი კი ერთ-ერთის მშობელს მოპარეს. სამართალდამცავებმა საქმე უკვე აღძრეს და იმის დადგენას ცდილობენ თუ რამ აიძულა ბავშვებს ავტომობილის გატაცება და სახლიდან გაქცევა. ამის შემდეგ კი დამნაშავეებს ჯარიმაც დაეკისრებათ.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში 17 წლამდე ახალგაზრდებს ავტომობილის მართვა კანონით ეკრძალებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g