LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმს ზუზუ ბეჟაშვილის მონაწილეობით რუმინულ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგენენ

296

აზერბაიჯანელი რეჟისორის, ილგარ საფატის ფილმი „განყოფილება“ სხვადასხვა ფესტივალის აქტიური მონაწილე გახლავთ. სწორედ ამ ფილმისთვის აქვს მიღებული ჯილდო „ოქროს აფროდიტე“ ქართველ მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ცნობილი გახდა, რომ „განყოფილებას“ რუმინეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში წარადგენენ, რომელიც ბუქარესტში 20-დან 25 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

„განყოფილება“ ქართულ-აზერბაიჯანულ-ფრანგული ერთობლივი პროექტი გახლავთ. მასში მოთხრობილია ცნობილი ფოტოგრაფისა და მისი საცოლის შესახებ, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში მოხვდებიან. ფოტოგრაფი კი საკუთარ თავში აღმოაჩენს ფობიას, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვება…

მთავარ როლებს ასახიერებენ ზუზუ ბეჟაშვილი, მელისა პაპელი, ვაგიფ იბრაჰიმოღლუ და ტიმურ ოდეშევი. ოპერატორები გახლავან მინდია ესაძე და ვარლამ ქარჩხაძემ კომპოზიტორი – ანდრეი დოინიკოვი, პროდიუსერი, ნარიმან მამედოვი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g