LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ბავშვს იშვილებს

96

ვარსკვლავი კოლეგების, ანჯელინა ჯოლის, მადონას, შარლიზ ტერონის, სანდრა ბალოკის და ა.შ. მსგავსად, ბავშვის აყვანა ახლა ჯენიფერ ლოპესმა გადაწყვიტა.

გამოცემა Life and Style-ის ინფორმაციით, მომღერალმა ოჯახის ახალი წევრის მისაღებად საბუთების შეგროვება უკვე დაიწყო. გადაწყვეტილების მიღებაში ლოპესს მეგობარი მამაკაცი კასპერ სმარტი დაეხმარა, მას შემდეგ რაც ერთად გაემგზავრნენ ჰუმანიტარული მისიით კოსტა-რიკაზე და ბავშვების თავშესაფრები მოინახულეს.

29 წლის სმარტს შვილი ჯერ არ ჰყავს, 46 წლის ჯენიფერი კი 7 წლის ტყუპებს  – ემისა და მაქსს ზრდის.

კასპერი ლოპესის შვილებთან დიდ დროს ატარებს და მოახერხა, მათი საუკეთესო მეგობარი გამხდარიყო.

შვილის აყვანის იდეა ჯენიფერს ძალიან მოეწონა, ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ორსულობის გამო სხეულის ფორმების დაკარგვის ეშინია. ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ ტყუპების გაჩენის შემდეგ ზედმეტი წონის მოშორება ძალიან გაუჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები