LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამაზრზენია, ამას სახელი არ ჰქვია, სერიოზული დარღვევებია” – რა პრინციპით არჩევს მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო

123
ana nazi

დღეს იუსტიციის საბჭო მოსამართლეების კანდიდატურებთან გასაუბრებას განაგრძობს. როგორც ცნობილია, დღეს სამ კანდიდატს – ორ მოსამართლეს და ერთ პროკურორს დაუსვამენ შეკითხვებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრები მიკერძოებასა და კანდიდატების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. ისინი თვლიან, რომ შეიძლება, უკვე წინასწარაა განსაზღვრული, ვინ უნდა მოხვდეს ის 20 კაციან სიაში, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.  

ფიქსირდება სერიოზული დარღვევები გასაუბრების პროცესში. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება ხშირად, რომ დავამთავროთ ჩვენი კითხვები, ჩვენ გვაწყვეტინებენ, იღებენ ჩვენს მიმართ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს, რაც მთავარია დროში გვზღუდავენ,“-აცხადებს ანა დოლიძე.         

"ეტყობა კობახიძეს ძალიან შურს იმ ხალხის, ვინც აუზზე დადის" - ანა დოლიძე [ვიდეო]

კობახიძე დოლიძეს აუზზე ყოფნისთვის აკრიტიკებს, დოლიძე კი ურჩევს, ხანდახან თავადაც დაისველოს თავი

არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი კი ამბობს, რომ გასაუბრებაზე დასმული კითხვების მიხედვით ნათლად ჩანს ვისთან არიან შეთანხმებული წინასწარ და ვისთან არა.

“ამაზრზენია, ამას სახელი არ ქვია და ამას სახელს დაარქმევს ხალხი,”-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

magti 5g