LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბერკეტი აქვს საქართველოს მკვლელის დასასჯელად?

66

საქართველოს ხელისუფლება ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა ხურჩაში მომხდარი ამაზრზენი მკვლელობის ჩამდენები დაისაჯონ, ამის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის მოქმედების ინსტრუმენტები , ამ შემთხვევაში, ლიმიტირებულია, ვინაიდან საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს.

”ჩვენი მოქმედების ინსტრუმენტები არის ლიმიტირებული, ვინაიდან გვაქვს არასტანდარტული სიტუაცია, ეს არის ოკუპირებული რეგიონები. და ისე როგორც სახელმწიფო მსგავს შემთხვევებში უნდა მოქმედებდეს, ვერ ვიმოქმედებთ, მაგრამ პრინციპულად და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

როგორც სახელმწიფო მინისტრის მოადგილემა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს სამართალდამცავი უწყებები იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას და თუ ზომების გამკაცრება იქნება საჭირო, ამის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები მიიღებენ

”მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გააქტიურდა საკითხი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამოქმედდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და ევროკავშირის მისიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საოკუპაციო ხაზის იქითაც დააკვირდეს მოვლენებს” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის მაოდგილის თქმით, ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, დღეს საღამოს, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართება. როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღდგეს ინცინდენტების პრევენციის მექანიზმი და უსწრაფესად მოხერხდეს ამ საკითხის პირორიტეტული განხილვა.

ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. რუსმა მესაზღვრემ, გიგა ოთხოზორია, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რამდენიმე დღის წინ, მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g