LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airbnb-ზე ბორბლებიანი „ჰოთ-დოგი“ ქირავდება

529
1dc50c1071322c81ff68c87c5f74169c74b7b302

სახლების დაქირავების ონლაინ სერვისზე უჩვეულო ვარიანტი – ბორბლებიანი ჰოთ-დოგის ფურგონი გამოჩნდა.

საკულტო ამერიკული მანქანა 1883 წელს გერმანელმა ემიგრანტმა ოსკარ მეიერმა გააკეთა. მას ჩიკაგოს ერთ-ერთ ბაზრობაზე ხორცის დახლი ქონდა და მისი ბიზნესი იმდენად წარმატებული იყო, რომ მალე პროდუქციის მთელ ქალაქში მიტანის სერვისი დაამატა. მოგვიანებით, ოსკარის შთამომავალმა 4 მეტრის სიგრძის სოსისის ფორმის მანქანა გააკეთა, რომლითაც ის მთელ ჩიკაგოში დადიოდა და ჰოთ-დოგებს ყიდდა. იდეა სხვა მწარმოებლებსაც მოეწონათ და მოგვიანებით ამერიკაში კიდევ რამდენიმე მსგავსი მანქანა გამოჩნდა.

ამჟამად კი ერთ-ერთ მათგანში ღამის გათენებაა შესაძლებელი. 8 მეტრის სიგრძის ფურგონში ცხოვრება დაახლოებით 400 ლარი ღირს. ავტომობილი ქალაქის გარეუბანშია დაპარკინგებული და მისი ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება. შიგნით კი ორი საწოლი, საშხაპე და ტუალეტია განთავსებული.

გარდა ამისა, სტუმრებს სოსისებით სავსე მაცივარი და ფუნთუშებით გამოტენილი კარადაც დახვდებათ და იმდენი ჰოთ-დოგის მომზადებას შეძლებენ, რამდენიც გაუხარდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები