LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილები თბილისში, სადაც ცხენის ხორცი იყიდება

475
28209

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) განხორციელებული კონტროლის შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა, კერძოდ, ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგები. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს საიტზეა გამოქვეყნებული.

სახეობრივი კვლევის შედეგების ნახვისას ჩანს, რომ თბილისში 6; ხოლო ქვეყნის მასშტაბით 49 ობიექტი შემოწმდა. დარღვევა კი მხოლოდ ორ შემთხვევაში დადგინდა და ორივე დედაქალაქში დაფიქსირდა.

კერძოდ, როგორც შედეგებიდან ირკვევა, ორივე კვების ობიექტის შემთხვევაში აღმოჩენილია ცხენის დნმ. დარღვევები გამოვლინდა; გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მდებარე შპს “კესოსა” (კაფე ბარი, რესტორანი) და ინტერნეტის ქუჩაზე მდებარე ინდმეწარმე ნინო ჩალიგავას კვების ობიექტში.

რაც შეეხება სანქციებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ შემთხვევაში ობიექტი 1000-ლარიანი ჯარიმით, ხოლო მეორე – შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდა. ამასთან, ორივე შემთხვევაში მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაეგზავნა.

რაც შეეხება სასმელი წყლის ლაბორატორიულ შედეგებს, სასმელი წყალი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა თელავში, ყვარელში, ახმეტაში, ლაგოდეხში, დმანისში, ნინოწმინდაში, მცხეთასა და ბორჯომში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g