თავდაცვის ყოფილი მინისტრი ციხიდან წერილს აგზავნის. ირაკლი ოქრუაშვილის გზავნილი მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა გაახმოვანა, რომელმაც დღეს “ფორტუნას” “დღის თემაში” განაცხადა, რომ ვიდეოკადრებში ნანახი მასალა ოქრუაშვილის ბრალეულობას არ ადასტურებს.
„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2“ -ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.