ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბანკის დამფუძნებლების გადადგომა დადებითი ფაქტია.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში (“თიბისი ბანკის” 100%-იანი აქციონერი ლონდონში).
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათზე თავდასხმები გამო ბანკი ზარალდება, ამიტომ მათ თანამდებობების დატოვება გადაწყვიტეს.
თიბისის აქციონერებმა 130 მილიონი დოლარით იზარალეს - ხაზარაძე და ჯაფარიძე თანამდებობებს ტოვებენ
საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.