LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატრანსპორტო კომპანიის დამლაგებელი ავტობუსის მძღოლი გახდა – მაია კოშაძის ისტორია

468
67478192-2194685397295336-7127036497252843520-n

57 წლის დამლაგებელი მაია კოშაძე, ყვითელი ავტობუსის მძღოლი გახდა. 

ავტობუსის მძღოლის ხელფასი 1700 ლარია - ქალებს გადამზადების შესაძლებლობა ისევ აქვთ

მეტი ქალი მძღოლი გვინდა, ისევე როგორც ევროპაშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდნენ და დაწერონ განცხადება.

როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, 2015 წლიდან მაია კოშაძე მეორე ავტობაზაში დამლაგებლად მუშაობდა. მას შემდეგ რაც პროექტი “თანაბარი შესაძლებლობები” დაინერგა, ქალმა მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. პროექტი ქალი მძღოლების გადამზადებას გულისხმობს.

სატრანსპორტო კომპანიაში “ფორტუნასთან” აღნიშნეს, რომ მაია კოშაძე N13 ავტობუსის მძღოლად მუშაობს, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩიდან დელისის მეტრომდე და პირიქით გადაადგილდება.

“ქალბატონმა მაია გაიგო პროექტის შესახებ, დაინტერესდა, გაიარა შესაბამისი სწავლება, აიღო მართვის მოწმობა, შემდეგ უკვე ჩვენს ბაზაზე სხვა ქალ მძღოლებთან ერთად დამატებითი გადამზადება გააირა, როგორც პრაქტიკული სწავლების, ასევე თეორიულად შეისწავლეს არსებული ხაზები და მარშრუტები,” – აცხადებენ კომპანიაში.

მაია კოშაძე მძღოლის პოზიციაზე 2019 წლის 8 აპრილიდან დასაქმდა. 

ავტობუსის მძღოლების რიგებს 6 ქალი დაემატა

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის სასწავლო კურსის განხორციელება გასული წლიდან დაიწყო. სწავლება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. სასწავლო კურსი 25-მა ქალმა გაიარა, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, D კატეგორიის მართვის მოწმობა აეღოთ. კურსი და მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება პროექტის მიერ ანაზღაურდა.

“აბეზარას დაბრუნება” – თბილისის ავტობუსებს მალე ქალი მძღოლები მართავენ [ვიდეო]

ფოტო: სოფი ქორიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g