LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიამორი ჯღუნა, რომელიც რეინჯერს არ უფრთხის – კადრები ფშავ-ხევსურეთიდან

926
d5e60586340d4136261baf76407f0970

ფშავხევსურეთის ეროვნული პარკი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ნაკრძალში ნიამორის გადაადგილება ჩანს.

როგორც ეროვნული პარკის ფეისბუქ გვერდი იუწყება, ნიამორს ჯღუნა დაარქვეს, ვიდეო კი რეინჯერმა-ელდარ ჭინჭარაულმა გადაიღო. კადრებიდან ჩანს, რომ ჯღუნა რეინჯერს დიდად არ უფრთხის.

ცნობისთვის, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მდებარებოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში ფშავ-ხევსურეთში. მისი უნიკალური ბუნება და მდებარეობა მნახველს აღაფრთოვანებს. საქართველოს ამ კუთხეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება. ფშავხევსურეთი ერთერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში, უნიკალური ტრადიციებითა და სამზარეულოთი.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მოიცავს მდინარეების: ასას, არღუნის, ანდაქისწყლის და ფშავის არაგვის ხეობებს. ფშავხევსურეთი გამორჩეულია მთისთვის დამახასიათებელი საინტერესო ლანდშაფტებით და ბუნებრივი წარმონაქმნებით (როშკის ლოდები, ტანიეს ტბა) და შუა საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობებით: შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g