42 წლის სუპერმოდელ ქეით მოსს რომანი 18 წლის ბიჭთან, ჯეიკ კერტისთან აქვს, ამის შესახებ ამერიკული ტაბლოიდები წერენ. ჟურნალისტების მტკიცებით, ჯეიკი მოსის დიდი ხნის მეგობრების შვილია.
პაპარაცებმა ქეითი კერტისთან ერთად მანქანით სეირნობისას დააფიქსირეს და ეჭვობენ, რომ მათ რომანი აქვთ. სუპერმოდელი და მისი მეგობარი ნამდვილი წყვილივით გამოიყურებოდნენ. ჟურნალისტებს ინფორმაციას უდასტურებენ მოსთან დაახლოებული პირებიც და ამბობენ, რომ 28 წლის მეგობარ ბიჭთან, ნიკოლაი ფონ ბისმარკთან ურთიერთობა სუპერმოდელმა უკვე დაასრულა და ახლა სწორედ ჯეიკ კერტისს ხვდება.
ქეითს ბოლო პერიოდში მასზე ბევრად უმცროს მამაკაცებთან აქვს რომანი. სავარაუდოდ, სუპერმოდელი 30 წლამდე მამაკაცებთან თავს უფრო ახალგაზრდად გრძნობს.
ჯეიკმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მისმა დამ „ფეისბუქზე“ საკმაოდ ირონიული პოსტი დაწერა, სადაც, ფაქტობრივად დაადასტურა, კერტისი მოსს ხვდება.
„ამბობენ, რომ ასაკობრივი სხვაობა პარტნიორებს შორის ეხმარება მათ, უკეთესად შეიცნონ საკუთარი თავი. როგორც ჩანს, ჯეიკმა, საბოლოოდ, შეძლო, საკუთარი „მე“ ეპოვა,“ – წერს სკარლეტი.