კროსოვერი Hyundai Creta სამხრეთ კორეაში გადაიღეს. ავტომობილი ტესტ-დრაივის გასავლელად დღისით, ყოველგვარი კამუფლაჟის გარეშე გამოიყვანეს.
ახალმა კრეტამ, რომელსაც მშობლიურ ბაზარზე ix25 დაარქვეს, პლატფორმა თავისი მთავარი კონკურენტისგან Kia Seltos-გან ისესხა. ავტომობილი 30 მმ-ით უფრო გრძელი და 10 მმ-ით უფრო განიერი გახდა. საბურავთა ბაზა კი 20 მმ-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ძარის დიზაინს, ყველგანმავალმა განსხვავებული ხაზები, უფრო გამოხატული და გეომეტრიული ფორმები მიიღო.
ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს და როგორც ავტოექსპერტები ვარაუდობენ, სიახლე 1,4 ლიტრის მოცულობის ძრავს ან 1,6 ლიტრიან ტურბოაგრეგატს მიიღებს.