LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია

66

თურქეთის ხელისუფლებამ გერმანიიდან საკუთარი ელჩი სასწრაფოდ გაიწვია, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც 1915 წლის მოვლენებს სომხების გენოციდად აფასებს.

„გამოვიწვიეთ ჩვენი ელჩი გერმანიიდან კონსულტაციისთვის,“ – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა აღნიშნა, რომ გერმანიის მიერ მიღებული რეზოლუცია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g