გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პოლიციამ სამი სირიელი მამაკაცი დააკავა.
ტერორისტების გეგმის თანახმად, ორ თვითმკვლელ ტერორისტს ქალაქის ცენტრში თავი უნდა აეფეთქებინათ, რის შემდეგაც დანარჩენი ჯიჰადისტები კი მოსახლეობას თავს ცეცხლსასროლი იარაღით და ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაესხმებოდნენ.
გერმანელი სამართალდამცველები ამბობენ, რომ დიუსელდორფში ტერაქტს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გეგმავდნენ.