ჩეხი წყვილი საქართველოში, კერძოდ კი სვანეთში დაქორწინდა. კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში, მათთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი აღმოჩნდა, რადგან სწორედ აქ მიიღეს ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირების გადაწყვეტილება.
კაროლინა ჰამზოვამ და დრევაკ კულმიჩმა ქორწილი მესტიაში, ქოხში Cloudbase Hut-ში გადაიხადეს, როგორც თავად ამბობენ, ხალხის, ელექტროენერგიისა და სტრესის გარეშე გატარებული ეს დრო, მათთვის საუკეთესოა.
„2019 წლის ივნისში, ჩვენ მხოლოდ ზაფხული კი არ გავატარეთ საქართველოში, გადავწყვიტეთ, რომ ცხოვრება დაგვეკავშირებინა ერთმანეთისთვის. ეს საოცარი იყო. ველური ბუნება, ხალხის, ელექტროენერგიისა და სტრესის გარეშე,“ – წერს კაროლინა ჰამზოვა.
ფოტოებისთვის წყვილი მადლობას უხდის თათა კულიჯაშვილს, ნანო ფალიანსა და მის ოჯახს.