მილა იოვოვიჩი ორსულადაა. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი თავად ამერიკელი მსახიობისგან გახდა, რომელიც ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ფოტოზე, თაყვანისმცემლების წინაშე მოზრდილი მუცლით წარდგა. სურათის აღწერაში, 43 წლის ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ ფეხმძიმობის მე-13 კვირაშია.
ამასთან, გაირკვა, რომ ის მესამე გოგონას ელოდება.
ცნობისთვის, მილა იოვოვიჩი და პოლ უილიამ სკოტ ანდერსონი პირველად ქალიშვილის მშობლები 2007, ხოლო მეორედ 2015 წელს გახდნენ. წყვილი 22 აგვისტოს, ქორწინების 10 წლის იუბილეს იზეიმებს.