LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის ახალი აეროპორტი, შესაძლოა, დახურონ

98
PhaseoneIGA

სტამბოლის ახალი აეროპორტი, სახელწოდებით „სტამბოლი“, დახურვის საფრთხის წინაშეა. ინფორმაციას avianews.ge თურქულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) უსაფრთხოების თემაზე, ახალი აეროპორტის შემოწმება დაიწყო.

როგორც ცნობილია, ოპერირების დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში აეროპორტმა 179 ავიარეისი ვერ მიიღო, რაც თავის მხრივ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდებოდა. თუმცა, ზოგიერთმა თურქულმა გამოცემამ, აღნიშნული ფაქტები ფრინველების ადგილობრივ პოპულაციას და შავი ზღვის არაპროგნოზირებად ამინდს დაუკავშირა, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოებას.

თურქული გამოცემების ცნობით, ათასწლეულების განმავლობაში ფრინველები მიგრაციას იმ გზით ახდენენ, სადაც აეროპორტისტამბოლიაგანთავსებული, რაც თავის მხრივ შესაძლოა აეროპორტის უსაფრთხოების მხრივ უდიდეს პრობლემას წარმოადგენდეს.

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g