ქსელში Bugatti-ს ახალი ჰიპერქარის პირველი ექსკიზები გამოჩნდა. როგორც ანონიმური წყარო იტყობინება, ავტომობილის პრემიერა ძალიან მალე, 18 აგვისტოს გაიმართება.
სუპერქარის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სიახლე Chiron-ის ბაზაზე აიგება. ავტომობილი ახალ რადიატორის ბადეს და მოდურ ფარებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰიპერქარი იტალიელი ბიზნესმენის და „ბუგატის“ ყოფილი დირექტორის რომანო არტიოლის სახელთანაა დაკავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოდელი რომანოს პროფესიულ კარიერაში საბოლოო იყო.
ჰიპერქარის ტირაჟი 10 ეგზემპლარი იქნება და ფასი კი 8 მილიონ ევროს გადააჭარბებს.