სამოქალაქო აქტივისტი და “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა, რომელიც ამ წუთებში გორის რაიონის სოფელ გეგუთიანთკარში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ქაცარავა წერს, რომ ოკუპანტებმა ადგილობრივების ეზოები მონიშნეს და ბოძების დამონტაჟება დაიწყეს.
“გუშინ ოკუპანტებმა ბოძები დაამონტაჟეს ქართული მოსახლეობის ეზოებში და ამზადებენ ტერიტორიას შესაღობად.
ეს სოფელი გახლავთ გორის რაიონის სოფელი გუგუთიანთკარი. ოკუპანტებმა ადგილობრივი მცხოვრების, ლავრენტი გუგუტიშვილის და გივი რაზმაძის ეზოები მონიშნეს.
რას აკეთებს ამ დროს ჩვენი ხელისუფლება?
დუმს. განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში.
ვინმე მეტყვით რომ ისევ აქედან გაიგეს შეღობვის შესახებ, ისევე როგორც ზალკალიანმა თურმე 2 თვის წინ გაიგო გარეჯში აზერბაიჯანელების მიერ ჩიჩხიტურთან გზის გაყვანის შესახებ მას მედიის საშუალებით?
დღეს კი მთავრობა დადის და ფილოსოფოსობს ვინ დაიწყო ომი 2008 ში.
მორჩით ამაზე საუბარს. პასუხი მარტივია!
ომი დაიწყო რუსეთმა!
მიხედეთ ქვეყანას! ერთად დავდგეთ და შევაჩეროთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია!
ჩვენ ეს შევძელით ატოცში და შევძლებთ გუგუტიანთკარშიც!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”, – წერს ქაცარავა.