პოლიციამ ურეკში რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ვლადიმერ მენაბდე ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
გადამღები ჯგუფი ურეკში, ინფორმაციის გადასამოწმებლად იმყოფებოდა, რომლის თანახმადაც ადგილზე გამგებელსა და საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით კი მომხდარის მიზეზი მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა გახდა.