LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები უნიკალურ Jaguar E-Type-ს გააცოცხლებენ

149
3461ba1f4ebc63ae28a864683710c33f31337139

ამერიკული ატელიე Diez Concepts-მა Jaguar-ის გუნდმა უნიკალური კონცეპტის გაცოცხლება გადაწყვიტა. 1962 წლის E-Type Low-Drag Coupe, რომელიც მსოფლიოში ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს, მთლიანად განახლდა.

პროექტი ბევრად უფრო მძლავრი და სწრაფი მოდელის შექმნას გულისხმობდა. ავტომობილის ძარა მთლიანად დაშალეს და ალუმინის გამოყენებით ბევრად უფრო მსუბუქი გახადეს. აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად საქარე მინა რამდენიმე გრადუსით დახარეს.

სტანდარტული 3,8 ლიტრის მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავი გააუმჯობესეს და სიმძლავრე რამდენიმე ცხენის ძალით გაუზარდეს. სალონიდან ყველა ზედმეტი ელემენტი გააქრეს და მხოლოდ საჭირო ტექნოლოგიები დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ Jaguar E-Type Low Drag 1962 წელს დამზადდა, თუმცა ტესტირების დროს ბევრი ხარვეზი გამოვლინდა. სპორტქარი მაღალი სიჩქარის განვითარების დროს არც თუ ისე უსაფრთხო იყო, ამიტომ მისი წარმოება ჩაიშალა და მთელი სერია ერთადერთი მოდელით დასრულდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები