LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რუსთავი 2”-ის მხარე შორენა ყაველაშვილის აცილებას მოითხოვს

59

”რუსთავი 2”-ის მხარე შორენა ყაველაშვილის აცილებას მოითხოვს. ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილს ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის უფლება არ აქვს. როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, მას არ გააჩნია სამოსამართლო კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით.

” იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ დღეს წარმოადგინა ინფორმაცია ჩვენს შეკითხვაზე თუ რა კვალიფიკაციით აქვს ჩაბარებული შორენა ყაველაშვილს გამოცდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: შორენა ყაველაშვილმა წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის კვალიფიკაციის გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში. ჩვენს საქმეს, რომელიც საკუთრივ სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა რთულ და კომპლექსურ სამართლებრივ დავად, იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სამოსამართლო კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით. შესაბამისად, ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ”, – განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები