გამოკითხვაზე სიტუაცია იყო მშვიდი, საქმიანი და კონსტრუქციული, რა იქნება ხვალ, ვერ გეტყვით, – ამის შესახებ “ინტერმედია პლიუსის” ერთ-ერთმა მეწილემ, კახაბერ ანჯაფარიძემ ჟურნალისტებთან პროკურატურაში თითქმის 4-საათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს მოწერილი ხელი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"პასუხს აგებენ რ2ის დასამარებისთვის... აგერ უყურონ და დაელოდონ"
"ვინ გეკითხებათ რას ვშვრებოდით, კომერციული სუბიექტი?" - ნიკა გვარამია
კახაბერ ანჯაფარიძე მზად არის განმეორბით გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში უწყებაში კიდევ ერთხელ მივიდეს.
“დაისვა კონკრეტული შეკითხვები, დაკითხვა მშვიდობიან გარემოში წარიმართა და ვფიქრობ, რომ ყველაფერს გაეცა ამომწურავი პასუხი. კითხვებს სამწუხაროდ ვერ დაგიკონკრეტებთ, ზოგადად ეხებოდა “ინტერმედიასა” და “რუსთავი 2”-ს შორის არსებულ კავშირებს, კავშირებს სხვადასხვა დროში. ჩემი პასუხი იყო ის, რაც არის რეალობა, უბრალოდ კონკრეტულ დეტალებში ვერ შევალ”,-აღნიშნა კახაბერ ანჯაფარიძემ.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ნიკა გვარამიასთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “ეს არის აბსურდი”.