LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მებაჟეებმა 190 კგ-მდე ჰეროინი ამოიღეს

97

ბათუმის პორტის საბაჟოს თანამშრომლებმა 190 კგ-მდე ჰეროინი ამოიღეს. „ფორტუნას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება დაახლოებით 160 პაკეტში არის დაფასოებული.

სატვირთო მანქანაში, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოვიდა, მებაჟეებმა საეჭვო სამალავი შენიშნეს.  მათ მოითხოვეს მანქანის სკანირება და შედეგად აღმოაჩინეს საეჭვო ნივთიერება, რომელიც ჰეროინი აღმოჩნდა.

მძღოლი, რომელიც ნიდერლანდების მოქალაქეა, დაკავებულია. იგი საქართველოდან უკრაინაში ბორანით გადასვლას გეგმავდა, საბოლოოდ კი ჰოლანდიაში უნდა ჩასულიყო.

რამდენიმე წუთში ბათუმის პორტში შსს-ს წარმომადგენელი გამართავს ბრიფინგს და დამატებითი დეტალების შესახებ გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g