LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონატის ფასი 1,20 ლარამდე შემცირდება

370

 

დონატის   ფასი   15   ივნისიდან  1,20  ლარამდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ”ვისოლ ჯგუფი” განაცხადეს. კომპანია  „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის  განცხადებას ავცრელებს, რომელსაც  ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

”3   ივნისს,   დონატის   საერთაშორისო   დღეს   ჩვენი   შვილობილი   კომპანიის,   „დანკინ დონატსის“ რესტორნებმა მხოლოდ 1 დღით 1 დონატი 1   ლარად   შესთავაზეს  ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. ამ აქციას მყისიერი რეაქცია მოჰყვა ჩვენი მომხმარებლების მხრიდან,   რაც   რესტორნებში   მომხმარებლების   ნაკადების   მნიშვნელოვან   ზრდაში გამოიხატა. ამით ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენი პროდუქცია მისდამი სიყვარულის მიუხედავად   ფასის   ბარიერის   გამო   არ   იყო   ხელმისაწვდომი   მოსახლეობის   ძალიან დიდი   ნაწილისათვის.   ჩვენი ამოცანაა   ერთგულად   ვემსახურებოდეთ   ჩვენი   ქვეყნის მოსახლეობის ნებისმიერ ფენას. ამიტომაც კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ამა წლის   15   ივნისიდან დონატის   ფასი   შემცირდება  1,20  ლარამდე.   ეს   არის   ჩვენი ჯგუფის   ბუნებრივი   რეაქცია მომხმარებლის   მოთხოვნაზე   კომპანიის   მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში”, – ნათქვამია სოსო ფხაკაძის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g