LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცვლის თუ არა თამარ ბაღაშვილი ნოდარ მელაძეს

11624
68333943-2697515133593233-870183833280970752-n

გავრცელებული ცნობების თანახმად კურიერის წამყვანი თამარ ბაღაშვილი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

აღნიშნულს თამარ ბაღაშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

„მეგობრებო, ბევრი ჭორაობით და შეთქმულების თეორიების განხილვით რომ არ დაიღალოთ თავი, მე თვითონ დავწერ:
1. ჩემი კანდიდატურა საინფორმაციო სამსახურის უფროსად არც განხილულა, არც განიხილება და რომც განიხლონ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები ( ეს რომ ყოფილიყო ჩემი სურვილი, ადრეც მოვახრხებდი როგორმე)
2. პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიუჟეტზე, რომელიც არასოდეს არავის დავლებით არ გამიკეთებია და მოგწონდათ თუ არა, დიახ, ზუსტად იმას ვაკეთებდი ყოველთვის, როგორც მეგონა, რომ იყო სწორი და სამართლიანი და ასე ვაპირებ მომავალშიც, იმის მიუხედავად ვიქნები თუ არა ამ არხზე
3. ნოდარ მელაძე ჩემი მეგობარია და მე მეგობრებს სტატუსის და პოზიციების მიხედვით არ ვირჩევ. არც მეგობრების ზურგს უკან ჩალიჩი და ტყულები არ ყოფილა ჩემს ბიოგრაფიაში არც ერთხელ და არც ამის შემდეგ იქნება
და ბოლოს რუსთავი2-ის გუნდი, არის საუკეთესო, პროფესიონალების და თავისუფალი ადამიანების ერთობა, რომელიც ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებას და განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ვართ ყველა ერთად – წერს თამარ ბაღაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g