ოჯახი 34 წლის ვანო მახარაშვილს რამდენიმე დღეა ეძებს.
გურჯაანში, სოფელ ძირკოკში მცხოვრები მამაკაცი სხვადასხვა ფერმაში მწყემსად მუშაობდა და ოჯახის მოსანახულებლად შინ ხშირად მიდიოდა.
თუმცა, ახლა დიდი ხანია არ გამოჩენილა და მათ პოლიციას მიმართეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
