LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს – სინოპტიკოსების პროგნოზი

377
eyu35u

უახლოესი დღეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 35 გრადუსზე მეტი სიცხე. დასავლეთ საქართველოში კი ჰაერი 28-32 გრადუსამდე გათბება.

მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა 28-35 გრადუსამდე იქნება.

მოსალოდნელ სიცხესთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„დაახლოებით 30 აგვისტომდე სინოპტიკური სიტუაცია საქართველოში ძირითადად არ იცვლება. ამინდი უმეტესად განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. შესაბამისად, ჰაერის მასების ცვალებადობიდან გამომდინარე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება განსხვავებული ტემპერატურა. სანაპირო რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 28-30 გრადუსამდე, იმერეთსა და სამეგრელოს ტერიტორიაზე დაბლობში კი, 30-32 გრადუსის ფარგლებში. ამასთან, ზოგიერთ მთიან რაიონში 35 გრადუსამდე დაცხება. მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის სვანეთის ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, 33-35 გრადუსის ფარგლებში მერყეობდეს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება, 36-38 გრადუსს მიაღწიოს. სამხრეთ მაღალმთიან რაიონებში 30-32 გრადუსია მოსალოდნელი, ახალციხესა და ბორჯომში კი, 34-36 გრადუსი”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g