ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, „მხოლოდ ქართული“ „მთავარ არხზე“ გავა. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივში განაცხადა.
მისი თქმით, არხი ეთერში გასვლას სექტემბერში გეგმავს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. ტელეწამყვანი მაყურებელს ბევრ საინტერესო სიახლეებს ჰპირდება.
როგორც ნანუკამ აღნიშნა, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, არხზე ყვითელი გადაცემები არ იქნება.
მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! - გვარამიამ "მთავარი არხის" ლოგო გამოაქვეყნა
ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, "მთავარი არხი" რეესტრში 17 აგვისტოს დაარეგისტრირა
ნანუკა ჟორჟოლიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დიირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ იყო. “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებმა კი ტელეკომპანიიდან წამოსვლით, უპრეცენდენტო პრინციპულობა აჩვენეს.
