LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსული სახელმწიფო კომპანიების საკუთრებაშია, არ მგონია, ეს პრობლემა იყოს” – კახა კალაძე

110
67927591-1832945946808833-4325443718212485120-o

კახა კალაძე მერიის ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობასა და მათ გამარჯვებაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს პრობლემა. მისივე თქმით, მთავარი საკითხი ისაა, მონაწილეები კანონს და ტენდერის პირობებს იცავდნენ.

„ჩვენი ბაზარი გახსნილია ყველა კომპანიისთვის. რუსული კომპანია პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, იცავდეს კანონს და აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ტენდერის გამოცხადების დროს. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსული სახელმწიფო კომპანიების საკუთრებაშია?! ამაში ხომ მეთანხმებით?! მე არ მგონია, ეს პრობლემა იყოს. მთავარია კანონს იცავდეს და აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, ასევე ემსახურებოდეს ჩვენი ქალაქის ინტერესებს. შეიძლება იყოს რუსული კომპანია, ამერიკული, ბრიტანული, თურქული, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია ემსახურებოდნენ ჩვენს ქალაქს და სამუშაოები მაღალ დონეზე შეასრულონ“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g