LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

G7-ის სამიტით უკმაყოფილო ტრამპი და მაკრონის სიურპრიზი მსოფლიო ლიდერებს – “დიდი შვიდეულის” შეხვედრის მთავარი მომენტები

505
g7

ორდღიანი შეხვედრა სამხრეთ საფრანგეთში, ფინალური პრესკონფერენცია და ემანუელ მაკრონის სიურპრიზები ბიარიცში გამართულ G 7 -ის სამიტზე – მსოფლიო მედია 7 ქვეყნის შეხვედრის ორ მთავარ საკითხს უსვამს ხაზს: მაკრონის მიერ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის – ჯავად ზარიფის სიურპრიზად დაპატიჟება და ჯგუფის ვალდებულება, ბრაზილიაში, ამაზონიის ტყეებში ხანძრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

სასწრაფო დახმარება ამაზონისთვის

ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ შეთანხმდნენ, რომ ამაზონის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად 20 მილიონი დოლარი უნდა გამოყონ. ამ ინიციატივით, როგორც ჩანს, ტრამპი დიდად არ აღფრთოვანდა და როგორც მოგვიანებით ანალიტიკოსებმა “ევრონიუსს” განუცხადეს, ის კლიმატის ცვლილებებზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ G7 ამაზონთან დაკავშირებით ახალ ინიციატივაზე შეთანხმდა, რომელიც მისი თქმით, მომდევნო თვეში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში განიხილება.

ზარიფის მოულოდნელი ვიზიტი

მაკრონმა ყველა გააოცა, როცა სამიტის რიგებში მოწვეული სტუმრის რანგში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი იხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის საჭიროება ტრამპსა და მის ირანელ კოლეგას შორის არსებულმა ვითარებამ განაპირობა.

ამ ორ ქვეყანას შორის ვითარება გასულ წელს მას შემდეგ დაიძაბა, როცა ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკა ბირთვული იარაღის ხელშეკრულებიდან გავიდა.

მსოფლიო ვაჭრობის ახალი წესები

საფრანგეთის პრეზიდენტმა სამიტზე განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებს სურთ, მსოფლიო ვაჭრობის წესების მოდერნიზება. მან ამის მაგალითად ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი მოიყვანა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპა ნათლად აჩვენა, მისი სურვილი, შეთანხმებას მიაღწიონ, რასაც მაკრონის თქმით, ის მხარს უჭერს.

 

სამიტი უკრაინის საკითხზე „გზაშია“

სანამ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტია, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უკრაინის საკითხი გახლდათ. ფინალურ პრესკონფერენციაზე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ძალიან მალე რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან სამიტს გამართავენ, რათა ამ კრიზისის გადაჭრაზე ერთად იმუშაონ.

 

ტრამპისა და ბრიტანეთის პრემიერის პირველი შეხვედრის მოლოდინი

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სურათი G7-ის სამიტის ტრამპისა და ჯონსონის პირველი შეხვედრა იყო. ბრიტანეთის ახალი ლიდერი ცდილობდა, ევროპელი პარტნიორები არ გაენაწყენებინა, თან არც ტრამპი გაებრაზებინა. მან თქვა, რომ ამერიკასთან სავაჭრო მოლაპარაკებები რთული იქნება, მაგრამ ეს ორივე ქვეყნის ბაზრისა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობაა.

ანალიტიკოსების შეფასებები

“G6 + 1: ამერიკა აღარ აიღებს მეტ პასუხისმგებლობას კლიმატურ კრიზისზე”

დიდი შვიდეულის სამიტის მთავარ საკითხებსა და სიურპრიზებზე „ევრონიუსის“ დილის გადაცემა ტომას ფრიანგს ესაუბრა, რომელიც „ღია დიპლომატიის ინსტიტუტის“ პრეზიდენტია. ანალიტიკოსმა სამიტი რამდენიმე კუთხით განიხილა.

„ყველაზე ღირებული სარგებელი, რაც შეიძლება სამიტიდან მივიღოთ არის იმედი, რომ გლობალური მმართველობის წამყვანი ჯგუფი მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ, ანალიტიკოსებს, ყველაზე მეტად გვეშინოდა, რომ G7 გაიყოფოდა მოქმედ ლიბერალ-დემოკრატებსა და (როგორიცაა საფრანგეთი, კანადა და გერმანია) შემცირებულო ლიბერალ-დემოკრატებს შორის, ამერიკის ჩათვლით, რომელსაც ახლა თეთრი უზენაესი პრეზიდენტი ჰყავს. მთლად ასე არ მოხდა, მაგრამ ვნახეთ, რომ როცა ვსაუბრობთ კლიმატურ ცვლილებებზე, ეს არის G6 + 1, ანუ ამერიკა მეტად აღარ აიღებს პასუხისმგებლობას, ებრძოლოს კლიმატურ კრიზისს.

G7-ს ინიციატივა 20 მილიონი დოლარით დახმარებაზე, ბრაზილიის პრეზიდენტის – ბოლსონაროს შტაბის უფროსმა გააკრიტიკა და თქვა, რომ დიდმა შვიდეულმა ეს ფული ევროპის ტყეების გაშენებაში უნდა დახარჯოს. „საფრანგეთის პრეზიდენტს კი ნოტრ-დამის ხანძრის შემდეგ, უფლება არ აქვს, სხვა მთავრობებეს ლექციები უკითხოს“, – აცხადებს ბრზილიის პრეზიდენტის წარმომადგენელი.

ამაზონის ტყეების დაცვის ინიციატივის მიუხედავად, როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტი მაინც კარგ ხასიათზე იყო. მან ტვიტერზე დაწერა, რომ ემანუელ მაკრონმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა, მასთან ლანჩი საუკეთესო იყო, რაც კი საფრანგეთის პრეზიდენტთან ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g