LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც ჯონი დეპმა ცოლი სცემა

51

დასავლელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ცოლის მიმართ ჯონი დეპის აგრესიის მიზეზი გაარკვიეს, მათი ინფორმაციით, ჯონიმ ემბერს მას შემდეგ დაარტყა, რაც ჰერდმა მისი ღალატის შესახებ შეიტყო.

დეპის ოჯახთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ იმ ღამით ჯონის სახლში არ გაუთენებია, ჰერდი კი გრძნობდა, რომ ქმარი ღალატობდა.

„ემბერმა პირდაპირ კითხა ქმარს, ღალატობდა თუ არა, ჯონიმ კი დაიწყო ყვირილი, დაარტყა სახეში, შემდეგ კი გაეკიდა საცემად. ემბერს ძალიან შეეშინდა,“ – ამბობს ინფორმატორი.

მისივე ინფორმაციით, ჯონიმ ღალატი არ აღიარა, ამტკიცებდა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

მათ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს,  ვარსკვლავები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g