“ქართული ოცნების” ოფისში გამართული დღევანდელი სხდომის შემდეგ გაჩნდა კითხვები, ხომ არ იგეგმება პრემირად ისევ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.
ამ თემაზე კითხვები დღეს ჟურნალისტებმა გია ვოლსკის დაუსვეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ივანიშვილს გუნდშიც და პარტიულ იერარქიაშიც საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიცია გააჩნია.
არსებობს კოლეგიალობის სტანდარტი, რომელიც არ ითვალისწინებს წინ გადახტომას
სამთავრობო ცვლილებებზე ვისაუბრეთ, ხვალ მამუკა ბახტაძე განცხადებას გააკეთებს - გია ვოლსკი
“არასოდეს ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში იმ დოზით, რომ შეუზღუდოს გადაწყვეტილებების მიღება ადამიანს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობს ან უხელმძღვანელებს. ასე რომ, ვფიქრობ, კოლეგიალური სტრუქტურა არსებობს. ვფიქრობ, პოზიციები საკმაოდ ერთგვაროვანია ჩვენს გუნდში და ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას არასოდეს იღებს მარტო ერთპიროვნულს. ეს უნდა დავაფასოთ. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რასაც ჰქვია, მმართველობითი ვერტიკალის დახვეწა და ამის თაობაზეც გექნებათ კიდევ ინფორმაცია, ვიზუალურადაც გამოჩნდება და დაეტყობა ყველაფერს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სამთავრობო ცვლილებებთან და მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ თემაზე თავად მამუკა ბახტაძე ისაუბრებს.