LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებენ

184
csm-hyundai-ioniq-car-sharing-amsterdam-03-1610-1c80e6869e

ამსტერდამი საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე უარს ამბობს და მასშტაბური ცვლილება ძალაში 2030 წლიდან შევა. მანამდე კი ამსტერდამის ინფრასტრუქტურა მთლიანად უნდა განახლდეს და ელ-მობილებზე მორგებული გახდეს. წინასწარი ვარაუდით, 2025 წლისთვის დამატებით 23 ათასი დასამუხტი სადგური უნდა გაჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან ჰოლანდიელებს დიზელის საწვავზე მომუშავე ტექნიკას აუკრძალავენ. გარდა ამისა, ამავე პერიოდიდან ელექტროენერგიაზე გადავა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. 2030 წლიდან კი ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობას მხოლოდ ჰიბრიდული ან ელექტრო აგრეგატის მქონე ტრანსპორტი შეძლებს.

შესაბამისად, დროთა განამვლობაში ჰაერში მავნე გამონაბოლქვი შემცირდება და ეკოლოგიური მდგომარეობაც ბევრად გაუმჯობესდება. პროექტის მიზანიც ამსტერდამელების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

აღსანიშნავია, რომ მავნე ტრანსპორტის აკრძალვა ეტაპობრივად სხვა ევროპულ ქალაქებშიც – პარიზში, მადრიდში და ათენშიც დაიწყეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g