LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 თვეში უკონტაქტო პატრულირებით ბიუჯეტში 1.3 მილიონ ლარზე მეტი შევიდა

177
68866971-2048351688600153-86224552253718528-o

15 თვეში უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოწერილი ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 378 265,7 ლარი შევიდა.

ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე მცირე თანხა ბიუჯეტში 2018 წლის აპრილში შევიდა და 8 411 ლარი შეადგინა. თუმცა მომდევნო თვეში ბიუჯეტში გადახდილი თანხის რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა და უკვე მაისში უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებული სამართალდარღვევების საფუძველზე გადახდილმა თანხებმა 38 246 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის ივნისში დაფიქსირდა – ამ პერიოდში ჯარიმების შედეგად ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 172 947,5 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სამართალდარღვევების სახეობებს, ყველაზე ხშირად უკონტაქტო პატრულირების შედეგად დგომა/გაჩერების წესების დარღვევა ვლინდება, რისთვისაც ადმინისტრაციული სახდელი 10 ლარს შეადგენს. კერძოდ, 15 თვის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის გამო 92 965 ჯარიმა დაიწერა. საკმაოდ ხშირია დაჯარიმებების შემთხვევა ღერძულა ხაზის გადაკვეთაზეც – კერძოდ, 15 თვეში შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 3 262 პირი დაჯარიმდა.

ცნობისთვის, სტატისტიკური მონაცემები შსს-დან სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g