LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძე შესრულებულ ჰიმნზე: „ყველაზე არამუსიკალური ადამიანიც კი მიხვდებოდა, რომ არ იყო საქმე კარგად!..“

74

საქილიკო თემა გახდა გუშინ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეკრებაზე შესრულებული ჰიმნი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა ხვდა წილად, თუმცა უარყოფით კონტექსტში. საოპერო შემსრულებლის, ირმა ბერძენიშვილის მიერ ნამღერი ჰიმნი არა მხოლოდ მუსიკოსებმა, არამედ მუსიკისგან ძალიან შორს მყოფმა ადამიანებმაც გააკრიტიკეს.

ანრი ჯოხაძემ საკუთარი შესრულებით ჰიმნი გააზიარა და დაწერა: „თუ ვინმეს დაგჭირდათ ჰიმნის შესრულება, არ დაგზარდებით, შემეხმიანეთ…“

ანრის „ფორტუნა“ კომენტარისთვის შეეხმიანა.

ანრი, ვნახეთ შენს „ფეისბუქის“ გვერდზე ეს მინაწერი და მივხვდით, რომ ირმა ბერძენიშვილის შესრულებას გამოეხმაურე ასე. რისი თქმა შეგიძლია ამასთან დაკავშირებით?

რა გითხრათ, მაინც კოლეგაა და არ მინდა უარყოფითად გამოვეხმაურო, მაგრამ ზოგადად ძალიან წარუმატებელი გამოსვლა იყო. ჩემთვის დაუჯერებელი იყო ამის მოსმენა. შეიძლება, მომღერალი უარეს დღეშიც ჩავარდეს, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ქვეყნის მთავარი სიმღერის შესრულება მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს და მსმენელიც უფრო მომთხოვნია. როდესაც საქმე ჰიმნს ეხება, ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეს რომ არ ყოფილიყო საქართველოს ჰიმნი, შესაძლოა, ასეთ შესრულებაზე ექილიკათ, მაგრამ ასეთ მასშტაბებს არ მიიღებდა, სოციალურ ქსელში ყველა ამ ნამღერს აზიარებდა…

ხანდახან ჰმართებთ ორგანიზატორებს დაფიქრება, რომ არ აღმოჩნდნენ უხერხულ სიტუაციაში. ვფიქრობ, იქ მყოფი მაღალი თანამდებობის პირებიც უხერხულად გრძნობდნენ თავს, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი. ეს იყო უხერხული და ძალიან გულდასაწყვეტი სიტუაცია. ყველაზე არამუსიკალური ადამიანიც კი მიხვდებოდა, რომ საქმე არ იყო კარგად…

ნინო მურღულია

https://www.youtube.com/watch?v=nLzROGzAKzU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g