LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უინონა რაიდერი ჯონი დეპს მხარდაჭერას უცხადებს

1966

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სკანდალზე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი. საკუთარი მხარდაჭერა დეპის მიმართ არაერთხელ გამოხატა ყოფილმა მეუღლემ, ვანესა პარადიმ. ამჯერად კი ჟურნალ Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განცხადება უინონა რაიდერმა გააკეთა, რომელიც წლების წინ ჯონი დეპს ხვდებოდა: „მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე. ეს შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს სხვა რომანებისგან. ჩემთან ურთიერთობაში მას არასოდეს არაფერი ჩაუდენია. მე მას ვიცნობ როგორც ძალიან კეთილ, მოსიყვარულე და მზრუნველ ადამიანს“ – ამბობს 44 წლის მსახიობი.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა და უინონა რაიდერმა ერთმანეთი 1989 წელს ფილმის გადაღებებზე გაიცნეს და მალევე დაინიშნენ. მათი ურთიერთობა 4 წელს გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g